ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა | ილიას ხმამაღალი განცხადება

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ SHAK MMA-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორს“ მომდევნო მეტოქეებზე დაუსვეს შეკითხვა და თოფურიამ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

„ჰოლოუეისთან ორთარბრძოლის შემდეგ, შეიძლება, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდე და ისლამ მახაჩევთან ვიჩხუბო. ამის შემდეგ, ბელალ მუჰამედის სახით, ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში თუ ისევ გვეყოლება ყალბი ჩემპიონი, მასთან ჩხუბი ჩემთვის მარტივი იქნება.

მაქს ჰოლოუეი, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი და ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ქამარი. რას ვიტყვი ბელალის სიტყვებს, რომ როცა შემხვდება, მცემს? ჩემთანაც საქმეს მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიიყვანს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა თუ ნერეში? ბრაზილიელმა საფიქრალი გამიჩინა“ - კონტე
„კვარა თუ ნერეში? ბრაზილიელმა საფიქრალი გამიჩინა“ - კონტე