საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
Aa
Aa

„აზაროვი და გაგნიძე გამორჩეულები არიან“, - ხორვატიული მედია ახალგაზრდულ ნაკრებზე წერს

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება.

ხორვატიულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენი გუნდის შესახებ წერს.

„ტრანსფერმარკტზე“ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 13 მილიონი ევროა, ხოლო ხორვატიის - 54 მილიონი ევრო, თუმცა ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ივიცა ოლიჩი ქართველებს აქებს და ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი ძალიან ვითარდება“.

„საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წელს პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ამ გუნდის წევრები ახალგაზრდულ გუნდშიც გამოდიან – „შახტარის“ მარცხენა მცველმა, ირაკლი აზაროვმა, რომელიც 5 მილიონი ევრო ღირს, საქართველოს ეროვნულ გუნდში 18 მატჩი ჩაატარა. აზაროვის გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ლუკა გაგნიძესაც, რომელმაც ქვეყნის მთავარ ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 1,8 მილიონი ევროა. გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს. მან 16 წლის ასაკში საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო“.

პირველ მატჩს ჩვენი ახალგაზრდული შინ, 15 ნოემბერს ითამაშებს, განმეორებითი მატჩი ხორვატიაში 19 ნოემბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიას კი 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის საგზურები უკვე მოიპოვეს დანიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, უკრაინამ და სლოვაკეთმა, როგორც ტურნირის მასპინძელმა ქვეყანამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ნიჭიერი გუნდი ჰყავთ““ - ივიცა ოლიჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე
„ძალიან ნიჭიერი გუნდი ჰყავთ““ - ივიცა ოლიჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე