Transfermarkt-ზე გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება 16-ჯერ გაიზარდა
Transfermarkt-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ემპოლის“ ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება 16-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, მისი ფასი 300 000 ევრო იყო, განახლებული მონაცემებით კი, 5 მილიონი ევრო გახდა. ამრიგად, 20 წლის მცველი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ემპოლის“ იტალიის ჩემპიონატში 2 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 10 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
ტოსკანელებს მომდევნო შეხვედრა 20 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ წინააღმდეგ ელით.
საბა გოგლიჩიძე სტუმართა შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 მატჩში გამოჩნდა სასტარტოში და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.