ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„კვარა თუ ნერეში? ბრაზილიელმა საფიქრალი გამიჩინა“ - კონტე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „ემპოლის“ წინააღმდეგ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

კერძოდ, კონტეს კვარასა და დავიდ ნერეშს შორის არსებულ კონკურენციაზე ჰკითხეს, „ნაპოლის“ თავკაცმა კი განაცხადა, რომ ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია და კლუბში მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ნერეში სულ სხვა ფეხბურთელია.

რა თქვა კონტემ:

მუშაობა გრძელდება, ჯერ მხოლოდ 3 თვეა გასული. „ნაპოლი“ რეკონსტრუქციის ეტაპზეა და ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ფეხბურთელები დაუღალავად შრომობენ. მათ იციან, რომ ეს რთული გზა იქნება. როდესაც საქმე კარგად მიდის, ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ როდესაც სირთულეებს გადავაწყდებით, ძლიერები უნდა ვიყოთ. ვიცი, რომ ასეთი პერიოდი აუცილებლად დადგება.

დაშავებულებს რაც შეეხება, ლობოტკას მცირე პრობლემები აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს იქნება შესაძლებლობა გილმურისთვის. იმედია, ლობოტკა მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ ასევე მჯერა, რომ გილმური თავს კარგად წარმოაჩენს.


იქნება თუ არა მომდევნო 5 მატჩი გადამწყვეტი? მე ყოველთვის მხოლოდ უახლოეს მატჩზე ვფიქრობ და მინდა, რომ ფეხბურთელებიც ასე მოიქცნენ. „ემპოლი“ ყველას პრობლემებს უქმნის, მაგრამ სამი ქულა უნდა ავიღოთ და შემდეგ მომავალ მეტოქეზე ვიფიქროთ.

დავიდ ნერეში ახლა სულ სხვა ფეხბურთელია, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. მან საფიქრალი გამიჩინა. დღეს დილემის წინაშე ვდგავარ - კვარა თუ ნერეში? გასათვალისწინებელია როგორც შეტევითი პოტენციალი, ასევე უბურთოდ მუშაობის მზადება. ყველაფრის სათავეში ბალანსია საჭირო, ახლა ნერეში გაძლიერდა და ვიცი, რომ მას ძირითადში თამაში შეუძლია. ასეთი სიტუაციების შექმნა აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის. მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და უნდა გავზარდოთ ჯანსაღი კონკურენცია“.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სკამზე, ნერეში სასტარტოში - როგორია კონტეს გეგმები
კვარა სკამზე, ნერეში სასტარტოში - როგორია კონტეს გეგმები