კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: მბაპემ სანაკრებო პაუზა გამოიყენა და ახლა კარგ ფორმაშია

კარლო ანჩელოტიმ გაუპატიურების საქმეში კილიან მბაპეს შესაძლო მონაწილეობა შეაფასა.

„მე არ ვარ აქ სპეკულაციების კომენტირების მიზნით. ყურადღებას არ ვაქცევ რას ამბობენ. მე ორიენტირებული ვარ გუნდზე და მბაპეს მომზადებაზე.

მან სანაკრებო პაუზის დროს დასვენებით ისარგებლა და მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ბედნიერია და დიდი სურვილი აქვს მოედანს დაუბრუნდეს, გახდეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე.

ეს 15 დღე მას ძალიან დაეხმარა, რადგან ტრავმების დასაძლევად დრო ჰქონდა. ის ახლა სხვა მოთამაშეა, ვიდრე სანაკრებო პაუზამდე იყო",

- ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

როგორც ცნობილია, მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში გამოიძახონ. კილიანს სურს, რომ შედარებით უმნიშვნელო შეხვედრების დროს დაისვენოს და კლუბში დარჩეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გასულ კვირაში გამოძიება დაიწყო სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე სასტუმროში მომხდარ გაუპატიურების ფაქტზე, სადაც მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა და მისმა მეგობრებმა შვედეთში მოგზაურობისას ღამე გაათიეს. მბაპემ ამ ინფორმაციას „ყალბი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის ყველაზე მშიერია, ერთ ამბავს მოგიყვებით...“ - ბექჰემი მესიზე
„ის ყველაზე მშიერია, ერთ ამბავს მოგიყვებით...“ - ბექჰემი მესიზე