კარლ-ჰაინც რუმენიგე
Aa
Aa

„ფეხბურთელებისა და მათი აგენტების ბრალია“ - რუმენიგე გადატვირთულ კალენდარზე

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გადატვირთული საფეხბურთო კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

69 წლის რუმენიგე ამბობს, რომ ფეხბურთელებს ნამდვილად ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ, მაგრამ ამაში დამნაშავეები სწორედ ფეხბურთელები და მათი აგენტები არიან.

რა თქვა რუმენიგემ:

„ამ ხაფანგში საკუთარი თავები ფეხბურთელებმა და მათმა აგენტებმა შეიტყუეს. ისინი სულ უფრო მაღალ ხელფასებს ითხოვენ, რითაც აიძულებენ კლუბებს, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. როგორ შეუძლიათ კლუბებს შემოსავლების გაზრდა? მხოლოდ მეტი მატჩის ჩატარებით.

რაც შეეხება შესაძლო გაფიცვას, უფრო სასარგებლო იქნება, თუ ყველა მონაწილე მხარე ერთ მაგიდასთან დაჯდება და პრობლემის შესახებ ემოციების გარეშე ისაუბრებს და გამოსავალზე ჩამოყალიბდება“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გამოხატა საჯარო უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ უეფასა და ფიფას წლიური საფეხბურთო კალენდარი ზედმეტად გადატვირთულია, რაც ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ტოპ კლუბებში რამდენიმე ფეხბურთელმა ისიც კი განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელების გაფიცვაა.

ამას გამოეხმაურა უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი და განაცხადა, რომ მატჩების გაზრდილ რაოდენობაზე მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და ყველაზე მდიდარი კლუბები წუწუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეფერინი კალენდარზე: ვინ წუწუნებს? ყველაზე მდიდრები 25 საუკეთესო ფეხბურთელით
ჩეფერინი კალენდარზე: ვინ წუწუნებს? ყველაზე მდიდრები 25 საუკეთესო ფეხბურთელით