ირის ანტმანი, ანა ჩემინავა
Aa
Aa

ქალთა ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პლეი-ოფში თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია და მოთამაშეები მას შრომით ხვდებიან. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული თამაში იყოს, მაგრამ ისე ვემზადებით, როგორც მორიგი თამაშისთვის, რომლისთვისაც უფრო უკეთ უნდა ვიყოთ მზად. ვიცით, რომ მაღალი დონის გუნდს ვხვდებით, მაგრამ შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. უფრო აგრესიულები და მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. მეტი ვიმუშაოთ ტაქტიკურად და იმედი მაქვს, ამას მოედანზე გადავიტანთ, რადგან ფეხბურთი ყველაფერი შესაძლებელია.

პირველი თამაში თბილისშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს შესანიშნავი გულშემატკივარი, რომელიც ყველა მატჩს ესწრებოდა და გვაჩვენებდა რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს ჯგუფური ეტაპის თამაშებში, შეასრულეს გულშემატკივრისთვის მიცემული პირობა და გავიდნენ პლეი-ოფში. ასე რომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.

ანა ჩემინავა (ქალთა ნაკრების წევრი): „ისტორიული მომენტია ქალთა ნაკრებისთვის. ამას წლების განმავლობაში ველოდით. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით, რადგან პასუხისმგებლობაც ორმაგია. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ ნაკრებს.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სტიმულს გულშემატკივარი გვაძლევს. ყველას ველოდებით სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნა გაივსება, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის და გუნდის თითოეული წევრისთვის. წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

მარიამ კალანდაძე (ქალთა ნაკრების წევრი): „შეკრების დაწყებამდე მაქსიმალურად ვემზადებოდით, რომ ამ თამაშებს მზადყოფნაში შევხვედროდით. მოტივირებულები ვართ, რადგან ისტორიაში პირველად ვართ ამ ეტაპზე. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და არ დავკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგით ჯგუფიდან გასვლის სახით.

ირლანდიასთან თამაშის არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს. თუმცა, ახლა სულ სხვა გუნდი ვართ. განსხვავებული შემართებით და მომზადებით. უფრო მეტად ვართ განვითარებულები და ვფიქრობ, შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ ამოცანას".

საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი).

წყარო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ ნაკრებითა და ფეხბურთელებით“ | ირის ანტმანისა და ანა ჩემინავას კომენტარები
„ვამაყობ ნაკრებითა და ფეხბურთელებით“ | ირის ანტმანისა და ანა ჩემინავას კომენტარები