ლიონელ მესი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

„ის ყველაზე მშიერია, ერთ ამბავს მოგიყვებით...“ - ბექჰემი მესიზე

დევიდ ბექჰემმა აღწერა ლიონელ მესის წარმატების მიღწევის სურვილი, რომელიც არგენტინელს 37 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს.

„მესის კვლავ ჩემპიონობა სურს. ის კვლავ ბრაზდება, როდესაც მოთამაშეები სწორად არ იქცევიან. ის მაინც ბრაზდება, როცა მატჩებს აგებს. მაშინაც კი, როცა ის არ თამაშობს, ის გაბრაზებულია. როდესაც ის ტრავმირებულია, ის მაინც ესწრება მატჩებს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა. სწორედ ასეთი ადამიანია. და ეს წარმოუდგენელია“.

- შეიძლება ითქვას, რომ ის არის, ალბათ, ყველაზე „მშიერი" ფეხბურთის ერთგული ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე შენი გზები გადაკვეთილა?

„უდავოდ ასეა. მის დონეზე ასეთად დარჩენა უბრალოდ წარმოუდგენელია. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, ვის ვიფორმებდით.

მესი ძალიან კარგ დახმარებას უწევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ ბევრ რამეს ასწავლის. ის ზრუნავს, რომ არც ერთმა მოთამაშემ თავი არასრულფასოვნად არ იგრძნოს, ის არის ის, ვინც რჩება სავარჯიშო მოედანზე და ასწავლის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მიდის აკადემიაში მათი მატჩების საყურებლად. ის პირველია, ვინც დარბაზში შემოდის და უკანასკნელი ტოვებს მას“.

- ეს გასაკვირია, რადგან აქედან ამას ვერ ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ასეთი ასოციაცია, რომ მესი, მისი კონკურენტისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან განსხვავებით, ბუნებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. მაგრამ ლეო მუშაობს, კულისებში მუშაობს, თან ძალიან ბევრს.

„დიახ. არა მგონია ამ დონის მიღწევა ამ ყველაფრის გარეშე, ამხელა შრომის გარეშე შესაძლებელი იყოს. თქვენ ახსენეთ კრიშტიანუ და ბევრისგან გავიგე, რომ ის ბევრს შრომობს, ამისთვის მას წლების განმავლობაში ადიდებდნენ.

მაგრამ ჩემთვის ლეო... მოგიყვებით იმ პირველ დღეს, როცა ის საწვრთნელ ბაზაზე მოვიდა. ის მოვიდა დაახლოებით დილის 06:50-ზე. და ბაზაზე არავინ იყო, გარდა ერთი ბიჭისა, რომელმაც ის შემოუშვა. ის 06:50-ზე მოვიდა, გუნდის ვარჯიში კი 10 საათზე დაიწყო.

ემზადებოდა, სპორტდარბაზში მუშაობდა, ხურდებოდა, აკეთებდა ყველაფერს, რასაც ახალგაზრდა ბიჭისგან მოელით, მაგრამ ის ამ ასაკშიც აგრძელებს ამ ყველაფერს. თუ გავითვალისწინებთ მის ყველა მიღწევებს, თქვენ მოელით, რომ ის ცოტათი უფრო მოდუნებული იქნება. მაგრამ მისი აღწერა ძალიან მარტივად შეიძლება: ის არის გამარჯვებული. და არა იმ გაგებით, რომ მან ბევრი მოიგო, არამედ იმ გაგებით, რომ ის ჯერ კიდევ მშიერია“,

- თქვა დევიდ ბექჰემმა, რიო ფერდინანდთან პოდკასტში სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: არ მესმის ხალხი რას ითხოვს კვარასგან! მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები
ფედელე: არ მესმის ხალხი რას ითხოვს კვარასგან! მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები