საბა ლობჟანიძე, ატლანტა
Aa
Aa

„მინდა მოვიგოთ“ - ლობჟანიძე MSL-ში გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

19 ოქტომბერს, საბა ლობჟანიძის „ატლანტა“ „ორლანდო სიტის“ შეხვდება და პლეი ოფის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მე მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ეს არის ის, რისი გაკეთებაც შემიძლია. თუ სხვა გუნდები დამარცხდებიან და ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს ჩვენთვის დიდი საჩუქარი იქნება, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ - მე უბრალოდ მინდა, რომ მომდევნო მატჩი მოვიგოთ“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლანტა იუნაიტედი“ ბოლო ტურის წინ, რეგულარული პირველობის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-12 ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი აუტის თავიდან ასარიდებლად იბრძვის. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და 8 გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

ლობჟანიძე „ატლანტაში’’ 2023 წელს გადავიდა და მას შემდეგ MLS-ში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თამაშზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ამავე წლიდან მოყოლებული, რამდენიმე კატეგორიის მიხედვით, ის MLS-ის საუკეთესო გარემარბების ათეულშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი MLS-ში | ახლა საბაზე საუბრის დროა
ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი MLS-ში | ახლა საბაზე საუბრის დროა