ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი 2026-ის მუნდიალზე: იმედია იმ დროს ისეთივე ფორმაში ვიქნები, როგორც ახლა

ლიონელ მესი არ გამორიცხავს, ​​რომ შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

„მე მიყვარს ფეხბურთის თამაში. ცოტა ხნის წინ, მე ვიყავი მონუმენტალზე, სადაც ხალხი ჩემს სახელს, ასევე ჩემი გუნდელების სახელებს სკანდირებდნენ.

ეროვნულ გუნდთან ერთად რთული მომენტები გამოვიარე და მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ახლა ხდება. მე ახლა ამას მაქსიმალურად ვიყენებ, რადგან დრო გადის.

ვცდილობ ყოველდღე ვისიამოვნო. მუნდიალზე თამაში? დადგება დრო და ჩვენ ყველაფერს ვნახავთ, არ მიყვარს მოვლენების დაჩქარება.

იმედი მაქვს, რომ შემიძლია იმავე დონეზე კიდევ გარკვეული დრო ვითამაშო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და თუ ასე გაგრძელდა ბედნიერი ვიქნები. ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ კონკრეტულ ტურნირზე სათამაშოდ გავალ თუ არა“.

 - თქვა მესიმ.

ნელ-ნელა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ლა პულგა“ 2026 წლის მუნდიალზე თამაშს შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირს ამერიკა, კანადა და მექსიკა ერთად უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს გვეხმარება სიურპრიზების შეთავაზებაში - სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
ეს გვეხმარება სიურპრიზების შეთავაზებაში - სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა