კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერ ლიგა, ტიერი ანრი, სტივენ ჯერარდი, დავიდ სილვა
Aa
Aa

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი

Goal.com-მა 21 საუკუნეში პრემიერ ლიგაში 25 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ TOP-10-ს.

1. ტიერი ანრი

სიის სათავეში ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრია, რომელიც „არსენალის“ ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევა. „მას გოლი მაშინ გაჰქონდა, როცა უნდოდა“, - თქვა ერთხელ „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.

ტიერი ანრი ერთადერი ფეხბურთელია პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 20 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.

2. პოლ სქოულზი

ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა 11-ჯერ მოიგო და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ის ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

სქოულზის ანგარიშზე 107 გოლია, რომელთა უმრავლესობა შთამბეჭდავი იყო. ტიერი ანრი მას პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებდა, ზინედინ ზიდანი კი ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს.

3. უეინ რუნი

2002 წელს, არსენ ვენგერმა 16 წლის რუნის „უდიდესი ინგლისური ტალანტი“ უწოდა, რომელიც კი მას ოდესმე უნახავს, „არსენალში“ ყოფნის დროს. მისით აღფრთოვანებული იყო აგრეთვე სერ ალექს ფერგიუსონი და 2 წლის შემდეგ, ის „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.

„ოლდ ტრაფორდზე“ თამაშის განმავლობაში, უეინ რუნიმ 16 ტიტული მოიპოვა.

4. კევინ დე ბრუინი

შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ არ არის ყველაზე პოპულარული კლუბი პრემიერ ლიგაში, მაგრამ რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ბელგიელი ფეხბურთელის თამაშის ყურება არ მოსწონს.

5. სტივენ ჯერარდი

„ლივერპულის“ ფანების საყვარელი ფეხბურთელია, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს უნდა იყოს თუ არა ის საუკეთესოებში, რადგან ჯერარდს პრემიერ ლიგა არასდროს მოუგია.

6. ფრენკ ლამპარდი

2004 და 2005 წლებში ლამპარდი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დღემდე ის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება ინგლისში.

7. მოჰამედ სალაჰი

ლივერპულის ეგვიპტელი მეფე განსაკუთრებული შედეგის მქონე ფეხბურთელად არ ითვლებოდა, როდესაც ის 2017 წელს, „რომადან“ ენფილდზე მივიდა, თუმცა მან პრემიერ ლიგაში გადასვლისთანავე რეკორდი დაამყარა - სალაჰმა 36 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

ეგვიპტელის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ მან წითლებს 2019/20 წლების სეზონზე, 30 წლის შემდეგ პირველად, ტიტული მოაგებინა.

8. პატრიკ ვიეირა

ფრანგი ფეხბურთელი ერთნაირად კარგად შეეძლო ბურთის მოპოვებაც და მისი ეფექტიანი გამოყენებაც. „ის ჩვენთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო. „არსენალი“ ყოველთვის მადლიერი იქნება მის მიერ შეტანილი წვლილისთვის“, - თქვა არსენ ვენგერმა.

9. კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსეული მონაპოვარი იყო, რომელიც 7 ნომრით თამაშობდა. მან 34 მატჩი 31 გოლი გაიტანა.

10. დავიდ სილვა

10 არაჩვეულებრივი სეზონის განმავლობაში, ესპანელმა ფეხბურთელმა, პრემიერ ლიგაზე თავი არაერთხელ გამოიჩინა და მისი თამაშის ყურება ყოველთვის სასიამოვნო იყო.

სილვა „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2010-2020 წლებში იცავდა, სადაც პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი