ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე, დავიდ ნერეში
Aa
Aa

ფედელე: არ მესმის ხალხი რას ითხოვს კვარასგან! მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები

ცნობილი იტალიელი ექსპერტი ენრიკო ფედელე, რომელიც ხშირად „ნაპოლის“ ირგვლივ ანალიზს გვთავაზობს, ამჯერად კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

„ნერეში კვარას ნაცვლად? ქართველს არასდროს დავთმობდი, ის ნერეშს ყოველთვის მირჩევნია. კვარამ თავისი სუნთქვა უნდა დაიბრუნოს და ემპოლის წინააღმდეგ ითამაშოს. მან უკვე გაიტანა 3 გოლი, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ მან ყველა მატჩში ორი ბურთი გაიტანოს.

ხვიჩას მოწყენილი სახე აქვს, ის თითქოს რაღაცაზე დარდობს. მის მსგავს ფეხბურთელზე მე უარს არასდროს ვიტყვი.

მე არ მესმის რას ითხოვს ხალხი კვარაცხელიასგან. დიახ, მართალია რომ ნერეშს ნიჭი აქვს, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ გამონათებებისგან არ შედგება. ხვიჩამ ბევრი რამ გაიღო იმისთვის, რომ მაკტომინეი გუნდს მორგებოდა. მე ყოველთვის კვარაცხელიას მომხრე ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში“

. - ციტირებს ფედელეს სიტყვებს რადიო Marte.

ბოლო დროს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ნაპოლი“ კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რამდენიმე უარის გამო ძირითადიდან ამოაგდებდა და მაგალითად, „ემპოლისთან“ შეხვედრაში მის ნაცვლად დავიდ ნერეში ითამაშებდა.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლი“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 14:30-ზე დაიწყება და სავარაუდოდ „ქართულ დერბისაც“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, სხვა კლუბები უკეთეს პირობებს ჰპირდებიან - მაროლდა კვარას უარზე
შესაძლოა, სხვა კლუბები უკეთეს პირობებს ჰპირდებიან - მაროლდა კვარას უარზე