„8 მილიონი? კვარა ბელინგემივით ჩემპიონი არ არის, რომ ამდენს ითხოვს“
„რომასა“ და „ლაციოს“ ყოფილმა მეკარემ და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ნანდო ორსიმ კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა.
„ემპოლი ნაპოლის მატჩში ველი, რომ კვარაცხელიას პოზიციაზე დავიდ ნერეში ითამაშებს. ეს განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება.
ნაპოლის სკუდეტოს მოგება შეუძლია? ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. შეფასებებში ფრთხილები უნდა ვიყოთ. შემადგენლობიდან გამომდინარე ნაპოლის აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე ტურნირი რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დაასრულოს. ჩემი აზრით, სამეულს შორის მინიმალური სხვაობა იქნება.
კვარას კონტრაქტი? როგორ გითხრათ, მისი მოთხოვნა, რომ წლიურად 8 მილიონი ევროს მიღება სურს, ცოტათი გაზვიადებულად მეჩვენება. ამხელა ხელფასი, რომ მოითხოვო, შენ ბელინგემივით ჩემპიონი უნდა იყო“.
- ციტირებს ორსის სიტყვებს Areanapoli.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია გუნდის ლიდერად ითვლება და „ნაპოლი“ ახალი სისტემის აწყობას მის ირგვლივ აპირებს, თუმცა ხვიჩა ამ დრომდე ანაზღაურებით გუნდში მყოფ 25 ფეხბურთელს შორის ოცეულს მიღმაა.