ნურამაგომედოვის მეტოქე ცნობილია - ბრძოლა 14 დეკემბერს გაიმართება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერი, უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც საჩემპიონო ბრძოლის პრეტენდენტია, 14 დეკემბერს, სონგ იადონგს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.
Red Corner MMA-ს ინფორმაციით, ჩხუბი ფლორიდის ქალაქ ტამპაში, Amalie Arena-ზე გაიმართება და UFC-ის 2024 წლის ფინალური ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
BREAKING: Umar Nurmagomedov will face Song Yadong on December 14 in Tampa, Florida. Do you think Umar will get a title shot if he beats Yadong?
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 17, 2024
Follow @RedCorner.MMA for breaking news and exclusive content pic.twitter.com/hvGjSXS9ex
ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ვე გამარჯვებით დაასრულა. წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა ბოლოს კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რაც შეეხება 27 წლის ჩინელ იადონგს, მან ბოლო ბრძოლა რუს პიოტრ იანთან გამართა და დამარცხდა. კარიერის განმავლობაში, იადონგს 21 გამარჯვება და 8 მარცხი აქვს.