ილია თოფურია, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„თოფურია მასხარაა, ისლამთან ჩხუბს არ იმსახურებს“ | რა თქვა ბელალმა ილიაზე

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბელალმა „ელ მატადორს“ ჯამბაზი უწოდა და ურჩია, აქცენტი მაქს ჰოლოუეიზე გადაიტანოს, რომელსაც რამდენიმე დღეში ეჩხუბება.

„ყველამ ნახეთ, ეს ჯამბაზი საიდან გამოჩნდა. ილიამ ისლამთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და ვთქვი, ფრთხილად იყავი მახაჩევსა და დაღესტნელებზე საუბრისას, რადგან მათ არ ეხუმრებათ. თოფურიას ბინძური საუბარი კარგად არ გამოსდის და სულელურად გამოიყურება. ცდილობს, ხმაური გამოიწვიოს და ცუდი ბიჭი იყოს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

სწორედ ამიტომ, ვთქვი, ფრთხილად იყავი-მეთქი, რადგან დაღესტნელები ქუჩაში რომ დაგინახონ, მაგრად გცემენ. ამის შემდეგ, ყალბი ჩემპიონი მიწოდა, მაკგრეგორი კი ყალბ მებრძოლად მოიხსენია. ძმაო, ერთ კვირაში ჩხუბობ. მაქს ჰოლოუეიზე იფიქრე და მასზე იყავი კონცენტრირებული.

სისულელეა მახაჩევთან ჩხუბის მოთხოვნა. ეს არ დაუმსახურებია. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში რამდენიმე მებრძოლია, რომლებიც უნდა დაამარცხოს. ვოლკანოვსკისთან კარგი ჩხუბი ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჰოლოუეის თუ მოუგო, შემდეგ ვოლკთან რემატჩი ელის. მათ გარდა, მოვსარ ევლოევიც ჰყავს, რომელიც დაუმარცხებელია და ისლამთან ჩხუბი არ დაუმსახურებია“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარდნები, მოედნის ხედვა, ჩაწოდებები, ტექნიკა | ხარებაშვილი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
ვარდნები, მოედნის ხედვა, ჩაწოდებები, ტექნიკა | ხარებაშვილი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში