ემპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„საბა კვარას მეურვედ, მეგობრების დაპირისპირება“ - იტალიური მედია

სერია A-ს მე-8 ტურში ერთმანეთს საბა გოგლიჩიძე და ხვიჩა კვარაცხელია დაუპირისპირდებიან. Corriere dello Sport-ი ქართული დერბის შესახებ წერს.

„კვარაცხელიამ იტალიაში დაბრუნების წინ, ქართველ ქომაგებს სოციალური ქსელიდან მიმართა: „მადლობა მხარდაჭერისთვის, შევხვდებით ნოემბერში“. სანამ ეს მოხდება, იქამდე მას ნაპოლისთან ერთად 5 მატჩი ელის, აქედან პირველი ემპოლისთან, რომლისთვისაც ჯერ არასდროს გაუტანია.

ეპოლისთვის პირველი გოლის გატანაში კვარას ხელს მისი მეგობარი და ნაკრებში თანაგუნდელი საბა გოგლიჩიძე შეუშლის, რომელიც ემპოლის 3-კაციან დაცვის ხაზში მარჯვნივ თამაშობს და პოზიციიდან გამომდინარე, ხვიჩას მეურვეობა სწორედ მას მოუწევს.

გასულ სეზონში კვარაცხელიამ კიდევ ერთი ქართველი მცველის საბა საზონოვის წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც ახლა ემპოლის ღირსებას იცავს, თუმცა ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. თავის სადებიუტო სეზონში კი კვარა კრემონეზეში ლუკა ლოჩოშვილს დაუპირისპირდა.

კიდევ ერთი ქართველი გიორგი კვერნაძე გასულ წელს ფროზინონესთან ერთად სერია A-ში იყო, თუმცა მისი და კვარაცხელიას დაპირისპირება ვერ შედგა.

საქართველოში ემპოლი ნაპოლის შეხვედრას მოუთმენლად ელიან, როგორც მათი ოჯახის მარგალიტების, ეროვნული სიამაყეების დაპირისპირებას“.

- წერს  Corriere dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლი“ „ნაპოლის“ მატჩი 20 ოქტომბერს, კვირას, 14:30-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ტიტულოვანი და GOAT-ი - Marca-მ მესის ჯილდო გადასცა
ყველაზე ტიტულოვანი და GOAT-ი - Marca-მ მესის ჯილდო გადასცა