კილიან მბაპე
Aa
Aa

გაუპატიურების ბრალდება: მბაპე რეალს არწმუნებს, რომ ყველაფერი პსჟ-ს მოწყობილია

კილიან მბაპემ მადრიდის „რეალს“ განუცხადა, რომ გაუპატიურების ბრალდებების უკან პსჟ დგას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო გაუპატიურების ფაქტზე სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე სასტუმროში, სადაც მბაპემ და მისმა მეგობრებმა შვედეთში მოგზაურობისას ღამე გაათიეს. კილიანმა ამ ინფორმაციას „ყალბი" უწოდა.

Cadena SER-ის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა დაარწმუნა „რეალი“, რომ ამ სიტუაციის უკან პსჟ დგას და მას ამ ყველაფერს 55 მილიონი ევროს ვალის გამო უკეთებს, რომლის გადახდაც პარიზელებს არ სურთ.

„მადრიდის რეალიდან არავინ იყო სტოკჰოლმში. მათ იციან ის, რასაც კილიანი ეუბნება მათ. ის დარწმუნებულია, რომ ეს არის პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის ხაფანგი, რომ მას და მის ოჯახს დევნიან.

მადრიდელები ხედავენ, რომ მბაპეზე საფრანგეთიდან დიდი ზეწოლაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომელ მედიას აკონტროლებს პსჟ და სწორედ ისინი არიან, ვინც ყველაზე მეტ ზეწოლას ახდენენ ფეხბურთელზე და ყველაზე მეტად ერევიან ამ ყველაფერში“,

- განაცხადა Cadena SER-ის ჟურნალისტმა ჩავი ჰერაესმა.

როგორც Le Parisien-ი წერს, შვედეთში გაუპატიურება 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელი შესაძლებელია 3 წლამდე შემცირდეს, თუმცა დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში, პირიქით - პატიმრობა 10 წლამდე იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ორი იძულებითი ცვლილება იქნება“ | კვარა ემპოლისთან სასტარტოში დაიწყებს
„მხოლოდ ორი იძულებითი ცვლილება იქნება“ | კვარა ემპოლისთან სასტარტოში დაიწყებს