ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მხოლოდ ორი იძულებითი ცვლილება იქნება“ | კვარა ემპოლისთან სასტარტოში დაიწყებს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სკოტო გამოეხმაურა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, ანტონიო კონტე „ემპოლის“ წინააღმდეგ „კვარას“ სათადარიგოთა სკამზე გადაყვანასა და ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეშის დაყენებას აპირებს.

„კონტე ემპოლისთან მატჩისთვის ორი ცვლილება უნდა განახორციელოს. ლობოტკასა და ოლივერას ნაცვლად, სასტარტოში გილმორი და სპინაცოლა გამოვლენ. არ ვიცი, სხვა ცვლილებები იქნება თუ არა, მაგრამ ემპოლისთან სტუმრად მატჩი, რთული შეხვედრა იქნება.

კონტე ფეხბურთელთა კონდიციებს შეაფასებს და გამონაკლისი არც კვარა იქნება. მის მდგომარეობას ეროვნულ ნაკრებში წასული სხვა ფეხბურთელებივით შეამოწმებენ, თუმცა, არ მგონია, რომ ორ იძულებით ცვლილებაზე მეტი გაკეთდეს“.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „ემპოლი“ 10 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. შეხვედრა 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 14:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვარდნები, მოედნის ხედვა, ჩაწოდებები, ტექნიკა | ხარებაშვილი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
ვარდნები, მოედნის ხედვა, ჩაწოდებები, ტექნიკა | ხარებაშვილი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში