ლიონელ მესი
Aa
Aa

ყველაზე ტიტულოვანი და GOAT-ი - Marca-მ მესის ჯილდო გადასცა

Marca-მ ლიონელ მესის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის პრიზი გადასცა. მსოფლიო წამყვანი მედია ამ ფაქტს გამოეხმაურა, როგორც ლეოს GOAT-ად (ყველა დროის საუკეთესო) კურთხევა/აღიარება.

საერთო ჯამში, მესის კარიერაში 46 გუნდური ჯილდო აქვს მოგებული, ასევე 56 ინდივიდუალური.

მესიმ ჯილდოს მიღების შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღიარა, რომ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ოცნებობდა.

„ყველა ჩემი ოცნების ასრულება შევძელი და იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ბავშვობაში ვოცნებობდი. ღმერთმა მომცა ეს ყველაფერი.

მე შევძელი ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი ოცნება ამეხდინა - მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ბევრი ტიტული მოვიგე ჩემი ცხოვრების კლუბ „ბარსელონასთან“ ერთად. პარიზშიც მოვიგე ტიტულები და ახლა „ინტერ მაიამისთან“ ერთად იმავეს ვცდილობ.

მე ვიბრძვი, რომ გავაგრძელო კიდევ ბევრი ტიტულის მოგება“,

- თქვა მესიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი მიდის? სიტი გუარდიოლას შემცვლელად ჩაბი ალონსოს უმიზნებს
პეპი მიდის? სიტი გუარდიოლას შემცვლელად ჩაბი ალონსოს უმიზნებს