პეპი მიდის? სიტი გუარდიოლას შემცვლელად ჩაბი ალონსოს უმიზნებს
„მანჩესტერ სიტი“ პეპ გუარდიოლას შემცვლელის შესაძლო კანდიდატებს ეძებს.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქალაქელები" გუარდიოლას წასვლის შემთხვევაში „სპორტინგიდან“ რუბენ ამორიმის მოწვევას განიხილავენ.
პეპს „სიტისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
The Athletic-ის ცნობით, განსახილველ კანდიდატებს შორის არის „ლევერკუზენის“ მწვრთნელი ჩაბი ალონსოც, რომელსაც „ბაიერნი“, „რეალი“ და „ლივერპული“ აქამდე აქტიურად ესაუბრებოდნენ და მის გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
„სიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო, რომელიც კლუბში პეპთან ერთად მივიდა, „ქალაქელთა“ რიგებში კიდევ მინიმუმ 2 წელი დარჩება და გუარდიოლას წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელის ძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„მანჩესტერ სიტი“ გეგმავს, რომ პეპის წასვლის შემთხვევაში გუნდი ისეთმა სპეციალისტმა ჩაიბაროს, რომელიც გუარდიოლას მსგავსად ხანგრძლივ პროექტს შექმნის.