მბაპე მზადაა შვედეთის სასამართლოს ძალადობის ბრალდებაზე ჩვენება მისცეს
კილიან მბაპეს ადვოკატმა გაუპატიურების ბრალდების საქმეზე ისაუბრა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე სასტუმროში გაუპატიურების ფაქტზე, სადაც მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა და მისმა მეგობრებმა შვედეთში მოგზაურობისას ღამე გაათიეს. მბაპემ ამ ინფორმაციას „ყალბი" უწოდა.
„მბაპე იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში ჩვენება მისცეს შვედეთის მართლმსაჯულებას. მედია ამტკიცებს, რომ კილიანმა სტოკჰოლმში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“,
- თქვა მარი-ალიქს კანუ-ბერნარდმა.
შვედეთის პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაუპატიურების შესახებ შესულ საჩივარზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, თუმცა ფრანგი ფეხბურთელის სახელი არ უხსენებია. ამის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალმა, რომელმაც საჩივარი შეიტანა, მომხდარში დამნაშავედ სწორედ მბაპე დაასახელა.
როგორც Le Parisien-ი წერს, შვედეთში გაუპატიურება 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელი შესაძლებელია 3 წლამდე შემცირდეს, თუმცა დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში, პირიქით - პატიმრობა 10 წლამდე იზრდება.