ილია თოფურია, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | რობერტ უიტეკერმა ილია შეაქო

რობერტ უიტეკერი UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და MMA-ის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია. იგი მომდევნო ჩხუბს ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ გამართავს და მათი დაპირისპირება UFC 308-ის თანამთავარი მოვლენა იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, UFC 308-ის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის სატიტულო ორთაბრძოლაა. Talksport-თან საუბრისას, უიტეკერმა სწორედ ამ დუელზე ისაუბრა და „ელ მატადორს“ UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი უწოდა.

„ძალიან ძნელია გამარჯვებული გამოიცნო. მაქსი იმ მებრძოლთა შორისაა, რომელთა მარცხის პროგნოზირება ფურცელზე ურთულესია, თუმცა, თოფურიას უნარებს რომ შეხედოთ, MMA-ის მებრძოლის უნარებზე მაქვს საუბარი, ნახავთ, რომ ამ მხრივ, ის UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება და ვფიქრობ, მაგარი ჩხუბი გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი