„მინდა ილიამ მოიგოს, მაგრამ მგონია მაქსი გაიმარჯვებს“ | ვოლკის პროგნოზი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკმა“ საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა და ჰოლოუეის გამარჯვებას ვარაუდობს.
„სიმართლე გითხრათ, მინდა, ილიამ გაიმარჯვოს, რადგან რევანში ავიღო და საჩემპიონო ქამარი დავიბრუნო, მაგრამ მგონია, მაქსი მოიგებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თოფურია ძალიან მაგარი მებრძოლია და ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია. ძლიერი ხელები აქვს და ყველამ იცის, რომ ილიას წინააღმდეგ ჩხუბისას ეს მისი მოგების შანსია”.
სხვათა შორის, ვოლკანოვსკი თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლაზე დასწრებას აპირებს. ალექსი გეგმავს, ჩხუბის დასრულების შემდეგ, ოქტაგონზე შევიდეს და გამარჯვებული გამოიწვიოს, რათა საჩემპიონო ქამარი დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.