პიტერ ლიმი
Aa
Aa

პიტერ ლიმს ვალენსიას გაყიდვა სურს - AS

პიტერ ლიმს „ვალენსიას“ გაყიდვა სურს, სადაც ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. როგორც AS-ი იუწყება, სინგაპურელი ბიზნესმენი, სანაცვლოდ 350-400 მილიონი ევროს ითხოვს.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „ვალენსიას“ მიმდინარე ვალი 340 მილიონი ევროა, ხოლო ახალ მფლობელს მოუწევს დამატებით 150 მილიონი ევროს ჩადება სტადიონისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის.

შეგახსენებთ, რომ ახალი „მესტალიას“ მშენებლობის პროცესი არასაკმარისი ფინანსების გამო გაყინულია.

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „ვალენსიას“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ესპანეთის პროკურატურამ საქმე აღძრა.

ლიმს კლუბის ანგარიშებიდან აზიაში მდებარე საკუთარი ფირმების სახელზე 23 მილიონ 300 ათასი ევროს უკანონოდ გადარიცხვასა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა მამარდათი სერიოზულად ინტერესდებოდა | რატომ არ სცადეს მისი შეძენა?
ბარსელონა მამარდათი სერიოზულად ინტერესდებოდა | რატომ არ სცადეს მისი შეძენა?