ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ გაბელია
Aa
Aa

„ნოემბერში ყველაფერი გამოსწორდება“ - გაბელია ნაკრების ორ მარცხზე

საქართველოს ნაკრების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების მოსაზრება მუდამ საინტერესოა. 80-იანი წლების ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ მოთამაშეები ამ თაობის ასეთი კარგი ასპარეზობით სიხარულს ვერ მალავენ და არ თვლიან საჭიროდ, რომ პატარა ფეხის დაცდენის გამო, ნაკრების წევრები, ან მთავარი მწვრთნელი კრიტიკის ღირსი იყოს. მათ შორის გახლავთ ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია, რომელმაც Crystalsport-თან საუბარში ოქტომბერში უკრაინელებთან (0:1) და ალბანელებთან (0:1) წაგებული შეხვედრები დეტალურად გაანალიზა.

ოთარ გაბელია

ქართველი გულშემატკივარი ზოგადად ძალიან მომთხოვნია და როგორცკი პატარა წარმატებას მიაღწევ, შენგან მაშინვე მსოფლიოს ჩემპიონობას ელიან. რეალურად რომ შევხედოთ, ტრაგედია არ მომხდარა და ზედმეტად მკაცრებიც ნუ ვიქნებით.

პოზნანში მართლაც ძალიან ცუდი საფარი იყო, ხოლო რაც შეეხება ალბანეთის ნაკრებს, არაა ეს იმ სიძლიერის გუნდი, რომელთანაც ასი პროცენტით მოგებას დაგეგმავ. ბოლოს და ბოლოს გასულ ევროპის ჩემპიონატზე მათაც იასპარეზეს და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.

რა თქმა უნდა, საყრდენ ზონაში გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა უდიდესი დანაკლისი იყო - ეს ბიჭი ფორმის პიკზეა გასული და როგორც მეტოქის შეტევების ჩაშლისას, ასევე თავისი გუნდის იერიშების დროს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია. გეთანხმებით, მას უკრაინასთან გოლის დროს ფეხი დაუცდა და ბურთი დაკარგა, მაგრამ ამის შემდეგ მუდრიკმა ჩვენი გუნდის ხუთი ფეხბურთელი მოატყუა. ასე რომ, ყველაფერის ერთ მოთამაშეზე გადაბრალება არ ღირს.

ახლაც არ მავიწყდება მაგ შეცდომის შემდგომი ეპიზოდი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ქოჩორაშვილი გაამხნევა და აკოცა - სწორედ ეს ეპიზოდია იმის წინაპირობა, რომ ნოემბერში ყველაფერი გამოსწორდება. საქართველოს ნაკრები იგებს თუ აგებს, ეს თაობა ბოლომდე ბრძოლობს და საოცარი ერთიანობა იგრძნობა.

ფეხბურთელობის პერიოდში ოთარ გაბელიას მთავარ მიღწევად თბილისის „დინამოსთან“ ერთად 1981 წელს თასების მფლობელთა თასის მოგება ითვლება, იქამდე კი დედაქალაქური გუნდის რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და თასის ოქროს მედლებიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის“ - ჩელებაძე მამარდაზე
„გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის“ - ჩელებაძე მამარდაზე