ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

დავითაშვილი „ოსერთან“ შესრულებულ ჰეთ-თრიკზე: ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება

სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა 5 ოქტომბერს, „ოსერთან“ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩი გაიხსენა, როდესაც საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ოსერის წინააღმდეგ ჩემი ჰეთ-თრიკი ძალიან ემოციური იყო. ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება. მთლიანობაში, სტატისტიკის გათვალისწინებით, ეს ჩემთვის სეზონის კარგი დასაწყისია. ეს იმედის მომცემია, მაგრამ საჭიროა მუშაობა, რომ უფრო მეტს მივაღწიოთ“, - თქვა ზურიკო დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე.

სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ლანსთან“ მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ეს თამაშისადმი მიდგომას ცვლის. პირადად მე ყველაფერი რიგზე მაქვს. ნაკრებში თამაშისას მე კუნთების მცირე დაღლილობა ვიგრძენი, მაგრამ მე მზად ვარ ამ მატჩისთვის“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ „მწვანეებმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგეს. 7 ტურის შემდეგ ზურიკოს გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სრულყოფილი მატჩი ჰქონდა“ | სენტ-ეტიენის თავკაცი ზურიკოზე
„სრულყოფილი მატჩი ჰქონდა“ | სენტ-ეტიენის თავკაცი ზურიკოზე