ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება
საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში მეტოქის ვინაობა გაიგო.
როგორც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რამაზ სვანაძის გუნდის კონკურენტი კონტინენტის პირველობის საგზურისთვის ბრძოლაში ხორვატია იქნება.
ევროპის ჩემპიონატის კიდევ ორი საგზურის მფლობელი ფინეთი-ნორვეგიის და ბელგია-ჩეხეთის დაპირისპირებაში გაირკვევა.
პირველ მატჩს ჩვენი ახალგაზრდული შინ, 15 ნოემბერს ითამაშებს, განმეორებითი მატჩი ხორვატიაში 19 ნოემბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიას კი 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთი უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურები უკვე მოიპოვეს დანიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, უკრაინამ და სლოვაკეთმა, როგორც ტურნირის მასპინძელმა ქვეყანამ.