მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ჰოლოუეის რჩევა ახალგაზრდებს

UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან შეხვედრის წინ, მაქს ჰოლოუეი მედიის ყურადღების ცენტრშია და სხვადასხვა გამოცემებს საინტერესო ინტერვიუებს აძლევს. მაქსი თავისი როგორც ბრძოლის, ასევე საუბრის სტილითაც გამორჩეულია. ერთ-ერთ ღონისძიებაზე მისულს კი, იქ დამსწრე ახალგაზრდამ დაუსვა შეკითხვა, თუ რა არის საჭირო საიმისოდ, რომ მონდომებული სპორტსმენი UFC-ის ჩემპიონი გახდეს, რაზეც ამერიკელი მებრძოლისგან ასეთი პასუხი მიიღო.

რა თქვა ჰოლოუეიმ

იმ სპორტსმენებს, რომლებიც MMA-ში გამოსვლას ახლა იწყებენ, ერთ რჩევას მივცემ. ბალანსი იპოვონ და ყველაფერს მიაღწევენ. თუ არსებობს სურვილი, გამოსავალიც იქვეა. ჩემპიონები მას ყოველთვის პოულობენ, დამარცხებულები კი თავს იმართლებენ.

არაფერი დაზოგოთ არც ერთ მეტოქესთან, რადგან ადრე თუ გვიან, ამას აუცილებლად ინანებთ და შეგხვდებათ მოწინააღმდეგე, რომელიც ეკონომიურად ჩხუბისთვის დაგსჯით.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიას აბუ-დაბიში 26 ოქტომბერს დაუპირისპირება და ეს იქნება ქართველი „ელ მატადორისთვის“ საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ რა ალაპარაკებს? მერაბი ეთამაშებოდა და კოცნიდა“ - უმარი ომალიზე
„კიდევ რა ალაპარაკებს? მერაბი ეთამაშებოდა და კოცნიდა“ - უმარი ომალიზე