უკრაინის ნაკრები
Aa
Aa

„ჩეხებთან უფრო რთული იყო“ - შაცკიხი უკრაინელების ოქტომბრის მატჩებზე

სექტემბერში გამართული ორი ტურისა და ორივეში დამარცხების შემდეგ, უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სერგეი რებროვის მომზადებულ უკრაინის ნაკრებს უიმედო აუტსაიდერად მიიჩნევდნენ, თუმცა ოქტომბერში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებისა და ჩეხებთან აღებული ქულის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამ აზრზეა ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი მაქსიმ შაცკიხი, რომელიც ამჟამად ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს

რა თქვა შაცკიხმა

რა თქმა უნდა, რებროვს ამ ორ მატჩში ექვსი ქულის აღებას უსახავდნენ მიზნად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მოწინააღმდეგეებად ტექნიკური, კრეატიული და ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრები გუნდები გვყავდნენ. ამ ორ შორის კი უფრო მეტად ჩეხებთან გაგვიჭირდა, რადგან საოცრად ათლეტური გუნდია, რომელიც კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა.

იოლი არც ნოემბერში არ იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ბათუმსა და ტირანაში უკრაინის ნაკრები თავის ფეხბურთს ითამაშებს, მაშინ შეუძლებელი არაფერია.

ცნობისათვის, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის I ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ დაგროვებული 7 ქულით ლიდერი ჩეხეთის ნაკრებია, რომელიც მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ საქართველოსა და ალბანეთის გუნდებს ქულით, ხოლო ბოლოადგილოსან უკრაინას სამი ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დარტყმების დაბლოკვას რამდენიმე მცველი ცდილობდა“ - სიომინმა კვარა შეაქო
„მისი დარტყმების დაბლოკვას რამდენიმე მცველი ცდილობდა“ - სიომინმა კვარა შეაქო