თუ ილია, ან მაქსი დაშავდება - ვოლკანოვსკიმ მეტოქე შეარჩია
ბოლო წლებში შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ოქტაგონზე დაბრუნებასა და შელახული რეპუტაციის აღდგენას ბუნებრივია ძალიან ჩქარობს. „ვოლკი“, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ამარცხებდა, ჯერ ისლამ მახაჩევმა დაანოკაუტა, ხოლო შემდეგ ილია თოფურიამ, რამაც ბუნებრივია, რომ მის ავტორიტეტზე მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.
ახლა კი, სანამ ყველა თოფურია-ჰოლოუეის ჩხუბს ელოდება, ვოლკანოვსკიმ UFC-ის ხელმძღვანელებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და იპოვა გამოსავალი საიმისოდ, რომ მისი ბრძოლა რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს.
რას ამბობს ვოლკანოვსკი
იმ შემთხვევაში თუ ამ ბრძოლის შემდეგ, ილიას, ან მაქსს ტრავმა ექნება, ან სხვა რაიმე მიზეზით ვერ შეძლებენ ბრძოლას, ვფიქრობ ეგრეთწოდებული დროებითი ქამრისთვის დიეგო ლოპესთან ჩხუბი კარგი იქნება. ამ უკანასკნელს დავუშვათ UFC 312-ზე სიდნეიში სიამოვნებით შევხვდებოდი. თუ ეს ვარიანტი არ გამოვიდა, მაშინ თოფურია-ჰოლოუეის წყვილში გამარჯვებულს დაველოდები.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ UFC-ის საჩემპიონო ქამარი თებერვალში სწორედ ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ დაკარგა, როდესაც ავსტრალიელი ქართველმა „ელ მატადორმა“ ნოკაუტში გაგზავნა.