ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს ყოფილი გუნდის გაჭირვება - ბორდოში 10 თანამშრომელი დარჩა

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული კლუბი „ბორდო“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილი იყო, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. ჟირონდელები გასული სეზონის ბოლო შექმნილი პრობლემების გამო, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მე-3 ლიგაში დააქვეითა, თუმცა მოგვიანებით ვერდიქტი კიდევ უფრო დამძიმდა და „ბორდო“ მეოთხე ლიგაში გაისტუმრეს.

ბოლო ინფორმაცია კი ისეთია, რომ შესაძლოა გუნდმა არსებობაც შეწყვიტოს, რადგან კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ერთბაშად 97 თანამშრომელი დაითხოვეს და ამჟამად „ბორდოში“ მხოლოდ 10 ადამიანია დასაქმებული. ესენი არიან: გენერალური მენეჯერი, ფინანსური დირექტორი, ადმინისტრაციის უფროსი, მარკეტინგის მენეჯერი და კომუნიკაციების ხელმძღვანელი. ამ თანამდებობის პირებს კი რამდენიმე ხელქვეითი ჰყავთ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დავითაშვილი გასულ სეზონში სწორედ ამ გუნდში გამოდიოდა და „ბორდოს“ 8 გოლითა და 8 საგოლე პასით დაეხმარა, რის შემდეგაც მისი ტრანსფერი „სენტ ეტიენმა“ გამოისყიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სენტ-ეტიენი“ არ შეცდა, როდესაც მასში 5 მილიონი გადაიხადა | Jeunesfooteux ზურიკოზე
„სენტ-ეტიენი“ არ შეცდა, როდესაც მასში 5 მილიონი გადაიხადა | Jeunesfooteux ზურიკოზე