კვარა სკამზე, ნერეში სასტარტოში - როგორია კონტეს გეგმები
ცნობილი იტალიური გამოცემა, la Repubblica სერია A-ს უახლოესი მატჩისთვის ანტონიო კონტეს გეგმებს განიხილავს და წერს, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლის“ წინააღმდეგ შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე დასვას.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორივე თამაში შეუცვლელად ითამაშა და კვირას გასამართი მატჩისთვის ძალების აღდგენას ბოლომდე ვერ მოასწრებს, რის გამოც, კონტე 24 წლის შემტევის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებს.
პარალელურად, Repubblica წერს, რომ „ნაპოლის“ ბოლო ვარჯიშებზე დავიდ ნერეშმა თავი კარგად წარმოაჩინა და სასტარტო შემადგენლობაში ხვიჩას ადგილს სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-8 ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.