ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი სახელის დაწერაც მიჭირდა“ - ნაპოლიში კვარას ტრანსფერი გაიხსენეს

„ნაპოლის“ შემოსავლების სამსახურის მთავარმა ოფიცერმა და კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა, ტომაზო ბიანჩინიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ფინანსური მომგებიანობის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კლუბია.

ბიანჩიმიმ 2022 წელს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გარემოებებიც გაიხსენა.

რას ამბობს ბიანჩინი:

„ნაპოლის“ შეუძლია კიდევ გაიზარდოს და მსოფლიო კლუბთა ათეულშიც შევიდეს. მომდევნო ორი წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კლუბს საერთაშორისო დონეზე გაფართოებისა და შემოსავლების გაზრდის კუთხით დიდი გეგმები აქვს. ასევე, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც სტადიონისა და სავარჯიშო ცენტრის ჩათვლით. მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე გავიარეთ Brand Finance-ის რეიტინგში შესვლით, სადაც მე-17 ადგილს ვიკავებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 50% გამოვავლინეთ და ამის შედეგად, „ნაპოლი“ უკვე ტოპ-კლუბების სიაში შედის. ევროთასებზე ზედიზედ 14 სეზონი ვითამაშეთ და ეს ნამდვილად წარმატებული შედეგია“.

„ევროპის მასშტაბით, „ნაპოლი“ ერთადერთი კლუბია, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით მოგებას იღებს და ამასთან, წესებსაც პატივს სცემს. აურელიო დე ლაურენტისის მოდელი განუმეორებელია. ანტონიო კონტეს მოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კლუბი გაიზარდა და კიდევ აქვს პროგრესის სურვილი“.

„ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთ სახალისო ისტორიას გაგიმხელთ: ჩემი პირველი სამუშაო დღე - 2022 წლის 3 იანვარი, დაუვიწყარი იყო. ახალგაზრდა, უცნობი ფეხბურთელი მოვიდა ოფისში, რათა ივნისისთვის კონტრაქტი გაეფორმებინა. როდესაც ხელშეკრულებას ვადგენდი, ისეთი რთული სახელი და გვარი ჰქონდა, ფურცელზეც კი ვერ დავწერე. დიახ, ეს კვარაცხელია იყო“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა და კლუბთან ერთად პირველივე სეზონში სერია A-ს გამარჯვებული გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ დიდი მოლოდინებითა და წნეხით ჩამოვიდა“ - საჟმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
„აქ დიდი მოლოდინებითა და წნეხით ჩამოვიდა“ - საჟმა მიქაუტაძეზე ისაუბრა