ჟერარ პიკე
Aa
Aa

„რა საჭიროა ერთა ლიგა?“ - პიკე გადატვირთულ კალენდარზე

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჟერარ პიკე გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარს გამოეხმაურა და მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოები გააკრიტიკა.

პიკეს თქმით, ფიფასა და უეფას ფინანსური სარგებელი აინტერესებთ, მაგრამ ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე მატჩების რაოდენობის შემცირებაა აუცილებელი.

რა თქვა პიკემ:

„მატჩების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ჩვენ ყოველდღე გვესმის, როგორ ამბობენ ფეხბურთელები, რომ ტრავმებს იღებენ, რომ ყოველ მესამე დღეს უწევთ თამაში და ზაფხულში დასვენების დროც აღარ რჩებათ.

რას გავაკეთებდი, მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებებს? ჩემი აზრით, მატჩებიოს რაოდენობის შემცირებაა საჭირო. ლიგებს მოვუწოდებდი, შეამცირონ გუნდების რაოდენობა 20-დან 16-მდე. უეფას ვკითხავდი: „რა საჭიროა ერთა ლიგა - ახალი ტურნირი, რომელსაც ხალხი თვალს ვერ ადევნებს?“ ფიფას ვეტყოდი: „არ ჩაატაროთ ეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ასეთი ფორმატით“.

მესმის, რომ მათ მეტი ფულის მიღება სურთ, მაგრამ ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო ნაკლები მატჩი უნდა ჩატარდეს, რაც უფრო ექსკლუზიური და ტოპ მატჩები იქნება, მით უფრო მარტივად მიადევნებს მათ თვალს აუდიტორია. ფეხბურთელები კი ნაკლებს ითამაშებენ“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გამოხატა საჯარო უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ უეფასა და ფიფას წლიური საფეხბურთო კალენდარი ზედმეტად გადატვირთულია, რაც ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ტოპ კლუბებში რამდენიმე ფეხბურთელმა ისიც კი განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელების გაფიცვაა.

ამას გამოეხმაურა უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი და განაცხადა, რომ მატჩების გაზრდილ რაოდენობაზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და ყველაზე მდიდარი კლუბები წუწუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაფიცვა ერთადერთი გადაწყვეტილებაა“ - ლაპორტი გადატვირთულ კალენდარზე
„გაფიცვა ერთადერთი გადაწყვეტილებაა“ - ლაპორტი გადატვირთულ კალენდარზე