ფიბა ევროპის თასი - ქუთაისი ბილბაოსთან დამარცხდა
Aa
Aa

ფიბა ევროპის თასი - ქუთაისი ბილბაოსთან დამარცხდა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს.

მეორე ტურში, ქუთაისმა ბილბაოს უმასპინძლა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 57:88 დამარცხდა.

ქართულმა კლუბმა პირველი მეოთხედი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია და ბილბაომ პირველი ტაიმი 21-ქულიანი უპირატესობით, 47:26 მოიგო. საბოლოოდ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 88:57.

ქუთაისის მხრიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 17 ქულას, 13 მოხსნას(ორმაგი დუბლი) და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფიბა ევროპის თასზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა. შემდეგ ტურში, ქუთაისი სტუმრად ბალკანის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა მცირე დრო მიიღო
სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა მცირე დრო მიიღო