კარლო ანჩელოტი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი
Aa
Aa

მარჯვენა და ცენტრალური მცველი - რეალი იანვარში აქტიურობას გეგმავს

მადრიდის „რეალი“ უახლოეს მომავალში დაცვის გაძლიერებას აპირებს და არც საყრდენ ზონაში გამორიცხავენ ცვლილებებს.

The Athletic-ის ცნობით, მადრიდელთათვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდია, რომელსაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. წყარო აღნიშნავს, რომ მისი ტრანსფერი „რეალში“ მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით არის შესაძლებელი.

„მერსისაიდელები“ ამჟამად ტრენტთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, კლუბს მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს, თუმცა ყველაფერს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს.

ტრენტის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში „რეალს“ სათადარიგო გეგმაც აქვს: პედრო პორო „ტოტენჰემიდან“, ჯერები ფრიმპონგი „ლევერკუზენიდან“ და ხუანლუ „სევილიადან“.

გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტი ცენტრალური მცველის გაფორმების აუცილებლობაზე უკვე შეუთანხმდა და იანვარში ამ პოზიციაზე ფეხბურთელის გაფორმების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან დავიდ ალაბამ შესაძლოა კარიერა დაასრულოს.

„რეალი“ შესაძლო ვარიანტებს შორის აიმერიკ ლაპორტს, კასტელო ლუკებას და 18 წლის ვიტორ რეისს (პალმეირასი) განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: “ეს შეიძლება ჩემი ბოლო თამაშები იყოს არგენტინის ნაკრებში“
მესი: “ეს შეიძლება ჩემი ბოლო თამაშები იყოს არგენტინის ნაკრებში“