გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინი საუკეთესო იყო - ტენერიფემ კოლოსი გაანადგურა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლენოვო ტენერიფე როდესის კოლოსოსს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად 71:47 დაამარცხა.

გიორგი შერმადინი ძირითადად შემადგენლობაში არ მოგვევლინა, თუმცა ყველაზე ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი და 49 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 17 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

გიორგიმ 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 8 ზუსტი აღმოჩნდა. საჯარიმო ტყორცნა ორჯერ შეასრულა და ერთი ჩააგდო.

4 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მეტოქის. შერმადინმა მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ტენერიფე 2 ტურის შემდეგ, 4 ქულით ჯგუფის ლიდერია. შემდეგ ტურში, ესპანელები სენტ ქუენტინს უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა მცირე დრო მიიღო
სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა მცირე დრო მიიღო