დანილ მედვედევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ექვსი მეფის ტურნირი - სინერმა მედვედევს საუდის არაბეთშიც მოუგო

საუდის არაბეთში ექვსი მეფის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მეოთხედფინალში დანილ მედვედევი ისევ იანიკ სინერს გადაეყარა და კვლავ დამარცხდა. რეიტინგის პირველმა ნომერმა პირველი სეტი უმარტივესად 6:0 მოიგო, ხოლო მეორე 6:3.

პირველ სეტში, სინერმა სამი ბრეიკი შეასრულა. ამის საპირისპიროდ კი რუსს მხოლოდ ერთი ბრეიკ პოინტი ჰქონდა.

მეორე სეტში მედვედევმა თამაში შედარებით გამოასწორა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იანიკმა მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. მეტიც, მატჩი მედვედევის ჩაწოდების დროს მოიგო.(მეორე ბრეიკი შეასრულა).

შეგახსენებთ, რომ სინერმა დანილს ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. უკანასკნელად ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში შეხვდნენ.

ცნობისთვის, იანიკ სინერი საუდის არაბეთის ტურნირის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელსაც შანხაის მასტერსის ფინალში მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფურცელაძის ისტორიული მატჩი - ჩელენჯერზე რეიტინგის 110-ე ნომერს მოუგო
ფურცელაძის ისტორიული მატჩი - ჩელენჯერზე რეიტინგის 110-ე ნომერს მოუგო