ალვინო: მე ვიცი კვარას რაც აშინებს, კონტრაქტი არაფერ შუაშია
ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო დროს ნაჩვენები თამაშის შესახებ, იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო საუბრობს და ქართველი შემტევის მცირე ჩავარდნას თავისი მიზეზებით ხსნის.
ალვინო თვლის, რომ აქ ახალი კონტრაქტი არაფერ შუაშია.
„არ მგონია, რომ კვარაცხელიას ბოლო დროს ჩაგდებული მატჩები მის კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ეხებოდეს. ეს ჭორები მასზე გავლენას რა თქმა უნდა, არ ახდენს.
მისი რეალური პრობლემა სავარაუდოდ არის ის, რომ გაუცნობიერებლად ეშინია, სკუდეტოს მოგების დროს ნაჩვენები თამაშის გამეორებას ვერ შეძლებს. აი რა აშინებს მას. ეშინია, რომ იმ თამაშს ვეღარ აჩვენებს.
რაც ხვიჩამ იმ სეზონში აჩვენა ბევრი რაღაცისგან იყო განპირობებული. ჩემი აზრით, ახლა მას სიმშვიდე აკლია და სწორედ ამიტომ ვერ იმეორებს იმავეს. ვიმეორებ, რომ პრობლემა მისი კონტრაქტის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა არ არის“.
- განაცხადა ალვინომ რადიო Kis Kis Napoli-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ნაპოლი“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.