ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მესი: ოქროს ბურთის მოგებას ლაუტარო მარტინესი იმსახურებს

ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი ლაუტარო მარტინესია და ჯილდო მან უნდა მოიგოს.

„რას ვფიქრობ წლევანდელ ოქროს ბურთზე? ლაუტარო მარტინესს საოცარი სეზონი ჰქონდა. ის გახდა კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი, გაიტანა გამარჯვების გოლი ფინალში. ლაუტარო ოქროს ბურთს სხვაზე მეტად იმსახურებს“.

ბოლივიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მსგავსი აზრი გამოთქვა არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ:

„იმედი მაქვს, რომ ლაუტარო მარტინესი ოქროს ბურთს მოიგებს, ის ამას სხვაზე მეტად იმსახურებს. თუ ეს ახლა არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ბუკმეიკერთა და ანალიტიკოსთა ვერსიით, ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ვინისიუსი ითვლება, მის შემდეგ ჯუდ ბელინგემი მოდის, მესამე ადგილს კი როდრი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელები ევროპაში | რომელ ადგილზეა კვარა
საუკეთესო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელები ევროპაში | რომელ ადგილზეა კვარა