საუკეთესო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელები ევროპაში | რომელ ადგილზეა კვარა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც მიმდინარე სეზონში (იგულისხმება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი) საუკეთესო დრიბლინგი აქვთ.
„ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და მე-4 ადგილზეა. 100 ქულიდან, კვარას 86,5 ქულა აქვს.
რეიტინგში პირველ ადგილს მოჰამედ კუდუსი (92,6) იკავებს, მეორე ადგილზე ილიმან ნდიაიე (87,3) მოხვდა, მესამე ადგილს კი ნუნო ტავარეში (86,8) იკავებს.
ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.