ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: “ეს შეიძლება ჩემი ბოლო თამაშები იყოს არგენტინის ნაკრებში“

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში არგენტინამ ბოლივია 6:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესიმ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მესი:

„სასიხარულოა აქ ყოფნა და ამ მომენტით დატკბობა. ჩემი ასაკის გათვალისწინებით, უმცროსი თანაგუნდელების გარემოცვაში ყოფნა, თავს ისევ ბავშვად მაგრძნობინებს. ჩემს თავს ვატყობ, რომ სულელურ რაღაცებს ვაკეთებ, რადგან თავს კომფორტულად ვგრძნობ. სანამ ამ გრძნობას შევინარჩუნებ, ეროვნული ნაკრებისთვის წვლილის შეტანას გავაგრძელებ.

არგენტინის ნაკრებში თამაში დიდი სიამოვნებაა. გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობ და ეს მაბედნიერებს. ემოციურს მხდის იმის მოსმენა, თუ როგორ ყვირიან ჩემს სახელს. საკუთარ კედლებში თამაშს არაფერი სჯობს.

სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, არანაირი თარიღი ან ვადა არ მაქვს. უბრალოდ ვტკბები ამ ყველაფრით. უფრო ემოციური ვარ, ვიდრე ოდესმე, რადგან ვიცი, რომ ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო თამაშები არგენტინის ნაკრებში.“

შეგახსენებთ, რომ ბოლივიის წინააღმდეგ ლიონელ მესიმ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები