უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა
უეფას ეთიკის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 41 250 ევროს გადახდა დააკისრა. მიზეზი საქართველოსთან და უკრაინასთან მატჩებზე მომხდარი ინციდენტები გახდა.
კერძოდ, Air Albania-ზე, საქართველოსთან გამართული მატჩის დროს, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რის გამოც ფედერაციას ფინანსური სანქციები დაეკისრა:
ალბანელი გულშემატკივრების მიერ კიბეების ბლოკირება -18 000 ევრო
ტრიბუნებიდან მოედანზე ნივთების სროლა - 4750 ევრო
საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებია დროს სტვენა - 12 500 ევრო.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთი-საქართველოს მატჩი 10 სექტემბერს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.