საბა ფურცელაძე
Aa
Aa

ფურცელაძის ისტორიული მატჩი - ჩელენჯერზე რეიტინგის 110-ე ნომერს მოუგო

შენჟენის ჩელენჯერის მერვედფინალში საბა ფურცელაძემ ისტორიული მატჩი გამართა. ისტორიული იმიტომ გამოვიდა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად დაამარცხა რეიტინგის 110-ე ნომერი.

ფურცელაძე ბილი ჰარისს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 7:6 მოუგო. ამ შედეგით კი ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩინელ იან ბაის შეხვდება.

პირველი სეტი ფურცელაძემ აქტიურად დაიწყო და პირველივე გეიმშ ბრეიკი შეასრულა. ჰარისი ბევრს ცდილობდა, მაგრამ დარჩენილ 9 გეიმში ერთ ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა.

მეორე სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ და გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკზე გაირკვა - 7:5 საბას სასარგებლოდ.

ცნობისთვის, შენჟენის ჩელენჯერი 100-ქულიანი გახლავთ და მისი მოგების შემთხვევაში საბა ფურცელაძე ATP რეიტინგში 260-ე ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები