„ნერეშის ყიდვა შესაძლოა მომდევნო სეზონზე კვარას გაყიდვისთვის მზადება იყოს“ - ფასანო
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯერარდო ფასანომ „ნაპოლიზე“ და მის ფეხბურთელებზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
ფასონო ფიქრობს, რომ „პარტენოპეი“ მცველის ყიდვას აპირებს, რადგან რაფა მარინი ძალიან ჩამორჩება.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“, ფასანომ უპასუხა:
„ნერეშის ყიდვა შესაძლოა მომდევნო სეზონზე კვარას გაყიდვისთვის მზადება იყოს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დროისთვის კონტე ბრაზილიელს, მარცხენა ფლანგზეც იყენებს, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მისცეს. ნერეში ახლა უფრო მწვავეა კარების წინ, ვიდრე კვარა, მაგრამ მისი სათადარიგო სკამზე გადასმა არასასურველ ვითარებას გამოიწვევდა. სად შეიძლება წავიდეს კვარაცხელია? მას მადრიდის „რეალში“ თამაში სურს, როგორც ამ ზაფხულს ვთქვით. შესაძლოა, როდრიგოსა და ქართველს შორის რაიმე სახის როტაცია მოხდეს“, - თქვა ფასანომ.
ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.