ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„საკმაოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო“ - ბორდოს ყოფილი ფეხბურთელები ზურიკოზე

საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ „ბორდოში“ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, გაეტან პოსინმა, მალკომ ბოკელემ და ჟაკ ეკომიემ ისაუბრეს. ორივე ფეხბურთელმა ზურიკოს შრომისმოყვარეობა გამოარჩია. ბოკელეც და პოსინიც ამბობენ, რომ ქართველი შემტევი ვარჯიშის დასრულებამდე, ან დაწყებამდე ყოველთვის დამატებით მუშაობდა სხვადასხვა კომპონენტის გაუმჯობესებას დიდ დროს უთმობდა. ამასთან, „ბორდოს“ ყოფილი ფეხბურთელები ზურიკო დავითაშვილის საფეხბურთო თვისებებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

მალკომ ბოკელე:

„როდესაც ზურიკო დავითაშვილზე ვსაუბრობთ, პირველი სურათი, რაც მახსენდება, არის მისი გოლი „დიჟონის“ წინააღმდეგ - 88-ე წუთზე. მან ბურთი არასამუშაო ფეხზე გადმოიტანა და ბურთი კარის ზედა კუთხეში მოათავსა. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ყველაზე ახლოს დანილო იგნატენკოსთან იყო. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, როდესაც სპორტდარბაზში ვიყავით, ის ყველას ბევრს გვესაუბრებოდა. ის ბევრს მუშაობდა როგორ მოედანზე, ისე მოედნის გარეთაც, სპორტდარბაზში. „ბორდოში“ მოსვლის პირველ წერს მან თავისი შესაძლებლობები გააუმჯობესა, განსაკუთრებით შანსების გამოყენების მიმართულებით“.

გაეტან პოსინი:

„ადაპტაციის მიმართულებით, მან ცოტა რთული პერიოდი გაიარა. როდესაც შენს ქვეყანას ტოვებ და ახალ ენას ხვდები, მარტივი არასდროს არის. ის მხიარული ადამიანია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ცეცხლოვანი, რომელსაც ხუმრობა უყვარს. რა გამოარჩევდა სხვებისგან? რისკი. ის მაშინაც რისკავდა, როდესაც ბურთი კრიტიკულ ზონაში ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში, ეს რისკი ჩვენი გუნდის გოლით სრულდებოდა, ზოგჯერ კი პირიქით, ეს მიღებული გოლის ფასად დაგვიჯდა“.

ჟაკ ეკომიე:

„შეუძლებელი იყო მისი დასვენების ნახვა. მახსოვს, ერთ-ერთ კვირა დღეს კლუბის ბაზაზე მივედი, მკურნალობის კურსი უნდა გამეარა, ის კი მოედანზე მარტო იყო და ვარჯიშობდა. ზოგადად, შემტევი მოთამაშეები შედარებით უდარდელები და თავისუფლები არიან, მაგრამ მას კონკრეტული მიზანი ჰქონდა და საკმაოდ შრომისმოყვარე იყო. ის სპორტის ამ სახეობას როგორც სამუშაოს, ისე არ უყურებს. ზურიკოს ძალიან სიამოვნებს მოედანზე ყოფნა. ზუსტად იცის, საიდან მოდის და რაც ყველაზე მთავარია - სად უნდა წასვლა“.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022-2024 წლებში თამაშობდა და ჟირონდელთა მაისურით ჩატარებულ 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი შემტევი ახლა ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენის“ ღირსებას იცავს. ზურიკომ საფრანგეთის მთავარი ჩემპიონატის გასულ ტურში „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 3:1 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკოს საოცარი პერფომანსი“ - სენტ-ეტიენის ვებ-გვერდის კომპლიმენტები
„ზურიკოს საოცარი პერფომანსი“ - სენტ-ეტიენის ვებ-გვერდის კომპლიმენტები