ბარსელონა, ჟოზე მოურინიო, ანსუ ფატი, ფენერბახჩე
Aa
Aa

ჟოზე მოურინიო ანსუ ფატის ფენერბახჩეში ეპატიჟება

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ჟოზე მოურინიოს „ფენერბახჩე“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბი იქნება, ვინაიდან პორტუგალიელ მწვრთნელს შემადგენლობის გაძლიერება სურს და ხელმძღვანელობისგან თანხმობა აქვს მიღებული.

გამოცემის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ფენერი“ „ბოკა ხუნიორსიდან“ კრისტიან მედინას დაიმატებს, თუმცა ის სტამბულელთა ერთადერთი ახალწვეული არ იქნება. მოურინიოს ყურადღების ცენტრში ესპანელი ანსუ ფატი მოექცა.

„ბარსას“ ათიანისადმი მოურინიოს ინტერესი სიახლე არაა. „ფენერის“ თავკაცს ანსუს დამატება ზაფხულშიც სურდა, თუმცა „განსაკუთრებულმა“ ფეხბურთელი ვერ დაარწმუნა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ სეზონის მეორე ნახევარში ანსუ „ფენერში“ გადასვლისადმი საკუთარ დამოკიდებულებას შეიცვლის, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

21 წლის ფატიმ პრესეზონზე „ბლაუგრანას“ თავკაც ჰანსი ფლიკზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და გერმანელმა მწვრთნელმა „ბარსელონას“ მისი კლუბში დატოვება სთხოვა, თუმცა ფატიმ მალევე ტრავმა მიიღ და ამ დროისთვის 3 მატჩში ჯამში მხოლოდ 51 წუთი აქვს ნათამაშები.

AS-ის ინფორმაციით, უახლოეს კვირებში „ფენერის“ სპორტული დირექტორი მარიო ბრანკო ანსუს აგენტებს დაუკავშირდება და სტამბულელთა წინადადებას გააცნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოზე მედიას თურქეთშიც დაუპირისპირდა - პრეს კონფერენცია პორტუგალიელის გარეშე
ჟოზე მედიას თურქეთშიც დაუპირისპირდა - პრეს კონფერენცია პორტუგალიელის გარეშე