ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ხაბიბმა დაგამცირა, ფლოიდმა მასტერკლასი ჩაგიტარა“ | ილიამ კონორს უპასუხა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორს უპასუხა. „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გამოეხმაურა ირლანდიელის განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მაქს ჰოლოუეი მასთან წაგების შემდეგ უკეთესი მებრძოლი გახდა.

„100 პროცენტით ასეა. მაქსმა შენთან ჩხუბის შემდეგ, ძალიან მოუმატა. სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ თუ ამ სპორტით სურდა საარსებო ფულის გამომუშავება, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ცუდი მებრძოლი, რომ შენნაირებთან დამარცხებულიყო. ახლანდელი მაქსი ძალიან მარტივად მოგიგებს.

დასტინმა (დასტინ პორიე) ორივე რემატჩში დაგანოკაუტა. ნეიტმა (ნეიტ დიასი) ორჯერ დაგამარცხა. ხაბიბმა (ხაბიბ ნურმაგომედოვი) დაგამცირა, ფლოიდმა (ფლოიდ მეივეზერი) კი 50 წლის ასაკში კრივის მასტერკლასი ჩაგიტარა. დაჯექი ბავშვო! შენ ყალბი მებრძოლი ხარ“.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მაკგრეგორმა ილიას დასცინა და განაცხადა, რომ მისი მეტსახელი „ელ მატადორი“ კი არა „ლეკვი“ უნდა იყოს. კონორმა ისიც აღნიშნა, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლას მოუთმენლად ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იმდენს ეწევა, გაგიჟდა“ | ილია ომალის განცხადებაზე თითქოს მერაბს მოუგო
„იმდენს ეწევა, გაგიჟდა“ | ილია ომალის განცხადებაზე თითქოს მერაბს მოუგო