„კიდევ რა ალაპარაკებს? მერაბი ეთამაშებოდა და კოცნიდა“ - უმარი ომალიზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერმა, უმარ ნურმაგომედოვმა Submission Radio-სთან საუბარში ამავე დივიზიონის ქამრისთვის მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის გამართული ბოლო ბრძოლა გაიხსენა და ამერიკელი მებრძოლი გააკრიტიკა.
რა თქვა უმარ ნურმაგომედოვმა?
„ომალის არ გაუკეთებია ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ის მერაბს გაურბოდა... თუ ჩემპიონი ხარ, ასე არ უნდა ჩხუბობდე. ბრძოლის შემდეგ ის დაღლილიც კი არ იყო, ომალი ოქტაგონიდან დასვენებული გამოვიდა. მერაბი მას ეთამაშებოდა, კოცნიდა... მერაბმა ყველას აჩვენა, რომ შეუძლია ომალის გაუკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ამიტომ არ მესმის, ამ ყველაფრის შემდეგ ომალის კიდევ რა ალაპარაკებს?“
აღსანიშნავია, რომ უმარმა ქართველი მებრძოლი რამდენჯერმე გამოიწვია. მისი თქმით, მერაბი ყველაფერს აკეთებს, რათა მასთან ჩხუბს თავი აარიდოს, რადგან იცის, რომ საჩემპიონო ქამრის დათმობა მოუწევს.
ნურმაგომედოვი დაუმარცხებელი მებრძოლია - მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად სწორედ ნურმაგომედოვთან დაიცავს. რაც შეეხება ომალის, ის თვლის, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და „მანქანას“ მასთან არ გაუმარჯვია.