გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

„აქ დიდი მოლოდინებითა და წნეხით ჩამოვიდა“ - საჟმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა ფრანგული ტელევიზია RMC-ის ეთერში გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა. საჟი დარწმუნებულია, რომ „ლიონში“ ქართველი შემტევის მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

რას აბობს პიერ საჟი:

„ის „ლიონში“ დიდი მოლოდინებითა და ზეწოლით ჩამოვიდა. გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდა, მათ შორის „რენთან“, თუმცა, პენალტი ვერ გამოიყენა. იმის გათვალისწინებით, რომ გოლი ჯერ კიდევ ვერ გაიტანა, ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია, რაც უზარმაზარია იმ ფაქტთან შედარებით, რომ გოლი არ გაუტანია. ის ისეთი დონის ფეხბურთელია, რომ თავის ადგილს მალე იპოვის. ახლა კვლავ ადაპტაციას გადის და ახალ თანაგუნდელებთან გაერთიანების პროცესშია“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და გუნდთან ერთად 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა, საგოლე მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძით რენი დაინტერესდა | როგორია ლიონის პოზიცია
მიქაუტაძით რენი დაინტერესდა | როგორია ლიონის პოზიცია